საიტის ლოგო

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!

დღეს მსოფლიო ერთიანდება დედამიწისადმი სიყვარულისა და მზურნველობის გამოსახატავად. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა – ჩვენი სახლია და მას სჭირდება დაცვა, პატივისცემა და ზრუნვა.

ამ დღესთან დაკავშირებით არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის და დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლიობით დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდები მათ ხელმძღვანელ ქალბატონ მარინა კახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გუდამაყარში და ჩაატარეს გამწვანების აქცია!

აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა დარგეს ფიჭვის და ცაცხვის ნერგები.