29-30 აპრილს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრით ჩატარდა ტრენინგი „პირველი სამედიცინო დახმარება და საგანგებო სიტუაციების მართვა.“
ტრენინგის ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა:
სასუნთქი და გულ-სისლძარღვთა სისტემები;
DRCAB ალგორითმები და სასიცოცხლო მანევრები;
ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი;
კიდურების დაზიანება, მოტეხილობა, არტაშანის გამოყენების სწორი დრო და ტექნიკა;
სისხლდენის შეჩერება და სახვევის დადების ტექნიკა სხვადასხვა სახის სახვევების გამოყენება;
მოყინვა, დამწვრობა, ნაკბენები;
პირველადი სამედიცინო ჩანთის გამოყენება;
კატასტროფები, მათი სახეები, კატასტროფის რისკების და საგანგებო სიტუაციების მართვა;
საქართველო და ბუნებრივი საფრთხეები, მათი განვითარების დროს ქცევის ზოგადი წესები;
საქართველო და ბუნებრივი საფრთხეები, მათი განვითარების დროს ქცევის ზოგადი წესები, ტყის და ველის ხანძრები მათი პრევენცია, რეაგირების ძალები;
ჯგუფური სავარჯიშო: მოქმედება და კოორდინაცია (1) ტყის ხანძარი, (2) მინდვრის ხანძრის დროს.
