საიტის ლოგო

პრეზენტაცია სკოლაში

🌿 ტყე ჩვენი ეკოსისტემის მეგობარია 🌿

არაგვის დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე და ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური ეწვია შუაფხოს საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ჩაუტარეს საინფორმაციო პრეზენტაცია ტყის და მისი მნიშვნელობის შესახებ.

💚 ვისაუბრეთ:

• ტყის ეკოსისტემურ როლზე

• ბიომრავალფეროვნების დაცვაზე

• ტყის სარგებელზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში

• და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ტყის დაცვასა და შენარჩუნებას.

🌱 მადლობა სკოლის დირექციას და მოტივირებულ მოსწავლეებს თბილი მიღებისა და ჩართულობისთვის!

ჩვენი მიზანია ცოდნის გაზიარებით შევქმნათ მომავალი თაობა, რომელიც გაუფრთხილდება ბუნებრივ მემკვიდრეობას 🌍