საიტის ლოგო

ფინანსური წიგნიერების 3 დღიანი ტრენინგი

✅ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი, ბუღალტერი შორენა ნაცვლიშვილი და შესყიდვების სპეციალისტი ლია ჩერქეზიშვილი იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში ფინანსური წიგნიერების 3 დღიან ტრენინგზე.

🔸 ტრენინგის თემები იყო:

▪️ საბიუჯეტო სისტემის და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გაცნობა, საბიუჯეტო პროცესი;

▪️ პროგრამული ბიუჯეტი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები;

▪️ პროგრამული ბიუჯეტის ღონისძიების შემუშავება

დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსური დაგეგმვის საფუძვლები;

▪️ დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსური დაგეგმვის თავისებურებები;

▪️ მენეჯმენტის და საოპერაციო გეგმების როლი და კავშირი ბიუჯეტთან;

▪️ CNF-ის ბიუჯეტის შედგენა და მათი ინტეგრაცია სააგენტოს ბიუჯეტში;

▪️ შესყიდვების პროცედურები;

▪️ ხარჯების მონიტორინგი (პროგრამა ორისი);

🔸 ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა დაცული ტერიტორიების თანამშრომლები;

🔸 ტრენინგი დაფინანსებულია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ, მადლობა მათ მუდმივი მხარდაჭერისთვის.