საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტისა და GIZ-ის პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციებისთვის.
ტრენინგის მთავარი თემა იყო სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება — მიზანი კი, თანამშრომლებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემა მერქნული რესურსის დამზადების შესახებ.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციიდან ტრენინგს ესწრებოდნენ:
ნატო წყარუაშვილი — დირექტორი;
მირიან ოდიშელიძე — ბუნებრივი რესურსებისა და დაცვის განყოფილების უფროსი;
ლევან მამნიაშვილი — ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი;
რაფიელ რუაძე — უფროსი რეინჯერი;
ნუგზარ ელიზბარაშვილი — უფროსი რეინჯერი.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და ტყის რესურსების მდგრად მართვას, რაც ჩვენი ბუნების უკეთ შენარჩუნების საწინდარია

