არაგვის დაცული ლანდშაფტის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი გიგა ბუჩაშვილი, რეინჯერ კობა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდა გუდამაყარში, ბილიკზე: ბურსაჭირი – ჩხატისკარის ჩანჩქერი – ნარიანას ტბა
ვიზიტის მიზანი იყო ბილიკის მდგომარეობის შეფასება, არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და ტერიტორიის განვითარების საჭიროებების განსაზღვრა
ბურსაჭირიდან ნარიანას ტბამდე გავლილი ბილიკი გამოირჩევა საოცარი პეიზაჟებით, მრავალფეროვანი ბუნებითა და მდიდარი ეკოსისტემებით
გუდამაყრის მხარე თავისი სილამაზითა და უნიკალური ლანდშაფტით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და მისი მდგრადი გამოყენება
არაგვის დაცული ლანდშაფტის გუნდი კი აგრძელებს მუშაობას ბუნების დაცვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით

