საიტის ლოგო

ბუდე, ფშავი

ციხეგორა- ციხე, რომელიც მიუვალ და მაღალ კლდეზეა აშენებული.

მე-17, მე-18 საუკუნეებში ეს ციხე წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას და შესაძლოა ყოფილიყო აქვე საყარაულო კოშკიც…

ეს თავდაცვითი ნაგებობა მდებარეობს სოფელ შუაფხოში მდინარე ნაროულას ხევის მაღლა, სოფელ გოგოლაურთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ციხე არის მაღალ კლდიან გორზე აშენებული ამიტომაც უწოდეს მას “ციხეგორა”(გორზე აშენებული ციხე)

ლეკიანობის დროს მე -17, მე-18 სკ-ში ამ ციხეს თავდაცვის მიზნით ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს.(დიაც-ყმაწვილი)…

ციხეგორასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ფადმოცემა: ამ ადგილს 9 წლის ერეკლე მეფე სტუმრობდა და დათვიც მოუკლავს თურმე, ნაროულას კუდებში. სხვადასხვა დროს ასევე სტუმრად ყოფილა სოფელ ჭიჩოში, სადაც ერეკლე მეფეს თავისი გოგო- თეკლესთვის გამოცდა მოუწყვია.

შევარდნისთვის ფეხზე ძაფი მოუბამს და ხეზე ჩამოუკიდია. თეკლესთვის დაუვალებია სროლა, გოგოს უსროლია თოფი, ტყვიას პირდაპირ ძაფი გაუგლეჯია და შევარდენი მღლად უვნებელი ჩამოვარდნილა…

გახარებულ ერეკლე მეფეს სამეფო ქამარი შემოურტყამს თეკლესთვის წელზე.

ამ ადგილას კი ფშავლებს ხატი დაუარსებიათ, რომელსაც თეკლესიის ღელეს უწოდებენ.