ლაშარის ჯვარი ფშაველთა მთავარი ხატ-სალოცავია, რომელიც მდებარეობს ბუდე ფშავის შუაგულში, ფშავის არაგვისა და წაწადას შესართავთან.(მთავარი დღესასწაული ათენგენობას ივლისში იმართება)
ადრეულ წლებში, საომარი მოქმედების დაწყების წინ ან მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად იკრიბებოდნენ ფშავის ყველა თემის წარმომადგენლები და მათი ხევისბრები თავიანთი დროშებით.
ლაშარის ხატის კარს ამშვენებს იფნისა და ქორაფის ხეები(ხე მხვივანნი)…
იფნის ხის ტოტებზე ჩამოკიდებულია “საკადრისები”- ჩვეულებრივი, ქალის თავსაფარი.
აქ მოწყობილია ღია საჯარეები, რომელთა რიცხვი არის თორმეტი.(საჯარე ნიშნავს მეხატობეთა ღამისთევისთვის განკუთვნილ ადგილს).
ლაშარის ჯვარი ანდრეზის თნახმად, მეფე ლაშა-გიორგის (თამარ მეფის შვილს) დაუარსებია თავისი მოსახელის წმინდა გიორგის სახელზე.
ამის შესახებ ვახუშტი წერს: “აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აღშენებული, რომლისა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას ჯუარს და აქუთ სასოება რამეთუ ვერც ფშაველი, ვერც ხევსური, უკეთუ იშოვნოს ანუ ვერცხლი, ვერანაირად იხმარებენ თავისად, არამედ მიუძვნის ლაშას ჯუარს”…(ბარდაველიძე)
გადმოცდმის თსნახმად აქვე დაცული ყოფილა “ნაწილიანი ჯვარი” – როდესაც სალაშქროდ მიდიოდნენ ეს ჯვარი თან მიჰქონდათ და მტერზე იმარჯვებდნენ.
ფშავში ყოველთვის მნიშვნელოვანია – “ლაშარის ჯვრის პიროფლიანების” სადღეგრძელო, რაც ნიშნავს ლაშქარში დახოცილი, ომში მებრძოლების მოსაგონარს…
ლაშარის ჭალაში არის ლაშარის წყარო(სხელობითია) და ასევე წისქვილი…
სასანთლე ნიში მოგვიანებით ააშენეს, რადგან ცენტრალური გზა გადის და ამიტომ ყველას რომ ქონოდა ნება სანთლის ანთების და ლოცვის…(ქალი, კაცი)

