25 იანვარს ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნა.
აღნიშნულ ღონისძიებას არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მიხა ხელაშვილი და მისი შემოქმედება. ეროვნული გმირის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ახალგაზრდებმა. ანსამბლ “ლაშარელას” მიერ შესრულდა სიმღერები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა 25-ჯერ სარიტუალოდ გაისროლეს, ასევე გაიმართა სხვა ტრადიციული რიტუალები.
მიხა ხელაშვილი სახალხო პოეტი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმის” წევრია, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2022 წლის 9 აპრილს მიანიჭეს.
