საიტის ლოგო

შეხვედრა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის მომზადების საკითხები, ინფრასტრუქტურისა და გზების დაგეგმარება.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი გიგა ბუჩაშვილი დაესწრნენ შეხვედრას ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის კონცეფციისა და პრიორიტეტული საინვესტიციო გეგმების წინასწარი ანგარიშის სამუშაო შეხვედრას.

შეხვედრაზე განხილული იყო ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის მომზადების საკითხები, ინფრასტრუქტურისა და გზების დაგეგმარება.

შეხვედრის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული გეგმები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში დაგეგმილი სივრცითი განვითარების სწორად წარმართვაში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც არსებულ გამოწვევებზე, ისე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განვითარებასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გზებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებასა და გარემოსთან ჰარმონიულ განვითარებას უზრუნველყოფს.