ეკლესია აუგიათ თამარის მეფობის დროს მე-12 საუკუნეში. მისი ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის პერიოდში. ამბობენ,რომ აქ მდგარა მირონის ხე ამ ხიდან გაღმა მოპირდაპირე გორზე, სადაც შურის ციხეებია ალვის ხეზე ყოფილა ოქროს შიბი გაბმული ზედ მგალობლები მსდარან.
ზურაბ ერისთავის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას მოუჭრეინებია ეს მირონის ხე ოქროს შიბი გაწყვეტილა და ცაში წასულა, მგალობლებიც თან გაჰყოლიან.
“…შიბ გაწყდა ცაში წავიდა, წიოდა, როგორც გველიო”…
წლების შემდეგ აქ აუშენებიათ საერთო საცხოვრებელი, სადაც უმეტესად სკოლის პერსონალს უცხოვრია.ამბობენ ვინც აქ სახლობდა ვერავინ გაიხარაო…
…2012-2014 წლებში მთავრობის გადაწყვეტილდბით დაიწყეს ეკლესიის აშენება. მისი დასრულების შემდეგ მოწვეული იქნა ილია || , რომელმაც აკურთხა ტაძარი. შაბათ კვირას მიმდინარეობს წირვა-ლოცვა…მსახურებას ატარებს მამა ლაზარე(ლუხუმ) ივანიაშვილი…