არაგვის დაცული ლანდშაფტი
- {{ listingType.name }}
- prev
- next
დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ნინო ბიჩნიგაურმა და გიგა ბუჩაშვილმა დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით საინტერესო და ინტერაქტიული ტრენინგი ჩაუტარა დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდებს, რომელთა ხელმძღვანელია მარინა კახიშვილი. ბავშვებმა გაიგეს მეტი ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, არაგვის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და ასევე თავადაც ჩაერთვნენ საგანმანათლებლო აქტივობებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კარგად იცნობდეს და აფასებდეს […]
დღეს მსოფლიო ერთიანდება დედამიწისადმი სიყვარულისა და მზურნველობის გამოსახატავად. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა – ჩვენი სახლია და მას სჭირდება დაცვა, პატივისცემა და ზრუნვა. ამ დღესთან დაკავშირებით არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის და დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლიობით დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდები მათ ხელმძღვანელ ქალბატონ მარინა კახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გუდამაყარში და ჩაატარეს გამწვანების აქცია! აქციის […]
ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ბუნებაა, ვიღაცისთვის — სილამაზე, მაგრამ რეინჯერის გადაღებულ ამ ფოტოზე სხვა რამეც იკითხება — ზრუნვა, თავდადება და ის გულწრფელი კავშირი, რაც ადამიანს ბუნებასთან უნდა ჰქონდეს. ყოველდღიურად შრომობენ, რომ ის, რაც ჩვენთვის სუნთქვაა, დარჩეს უვნებელი. მადლობა თითოეულ რეინჯერს იმ თვალისთვის, რაც ამ კადრს გარეთაა. რეინჯერი: ჯარჯი ცოკილაური