საიტის ლოგო
მაი 05
არაგვის დაცული ლანდშაფტის მომავლის თაობისთვის!

დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ნინო ბიჩნიგაურმა და გიგა ბუჩაშვილმა დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით საინტერესო და ინტერაქტიული ტრენინგი ჩაუტარა დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდებს, რომელთა ხელმძღვანელია მარინა კახიშვილი. ბავშვებმა გაიგეს მეტი ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, არაგვის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და ასევე თავადაც ჩაერთვნენ საგანმანათლებლო აქტივობებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კარგად იცნობდეს და აფასებდეს […]

აპრ 23
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!

დღეს მსოფლიო ერთიანდება დედამიწისადმი სიყვარულისა და მზურნველობის გამოსახატავად. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა – ჩვენი სახლია და მას სჭირდება დაცვა, პატივისცემა და ზრუნვა. ამ დღესთან დაკავშირებით არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის და დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლიობით დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდები მათ ხელმძღვანელ ქალბატონ მარინა კახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გუდამაყარში და ჩაატარეს გამწვანების აქცია! აქციის […]

აპრ 10
შველი

ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ბუნებაა, ვიღაცისთვის — სილამაზე, მაგრამ რეინჯერის გადაღებულ ამ ფოტოზე სხვა რამეც იკითხება — ზრუნვა, თავდადება და ის გულწრფელი კავშირი, რაც ადამიანს ბუნებასთან უნდა ჰქონდეს. ყოველდღიურად შრომობენ, რომ ის, რაც ჩვენთვის სუნთქვაა, დარჩეს უვნებელი. მადლობა თითოეულ რეინჯერს იმ თვალისთვის, რაც ამ კადრს გარეთაა. რეინჯერი: ჯარჯი ცოკილაური

მარ 25
სამუშაო დღე არაგვის დაცულ ლანდშაფტში – თათბირი და მომავალი გეგმები

არაგვის დაცულ ლანდშაფტში სამუშაო თათბირი ჩავატარეთ. განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გუნდის თითოეული წევრის ჩართულობამ და კონსტრუქციულმა დისკუსიამ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დასაცავად. წინ ბევრი საინტერესო სამუშაო გველოდება!

მარ 18
ხანძარი არბაჩხანის ტყეში

არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერები ხანძრის წინააღმდეგ. დაცული ლანდშაფტების რეინჯერები ბუნების უსაზღვრო მფარველები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის დაცვაზე ზრუნავენ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევას—ხანძარსაც უმკლავდებიან.