საიტის ლოგო
დეკ 08
შეხვედრა პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ „ფიფლ ინ ნიდ“- ის მიერ დაორგანიზებულ დასკვნით შეხვედრას პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“-ს. შეხვედრის ფარგლებში არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რაფიელ რუაძემ და შორენა კოჭლიშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები, როგორც ადგილობრივებს რა სარგებელი მოუტანა ამ ბილიკების გაკეთებამ. რაფიელ რუაძე არის უფროსი რეინჯერი და მონაწილეობას იღებდა ბილიკების მარკირების პროცესში, […]

ნოე 25
ბუდე ფშავი, ლაშარი

ლაშარის ჯვარი ფშაველთა მთავარი ხატ-სალოცავია, რომელიც მდებარეობს ბუდე ფშავის შუაგულში, ფშავის არაგვისა და წაწადას შესართავთან.(მთავარი დღესასწაული ათენგენობას ივლისში იმართება) ადრეულ წლებში, საომარი მოქმედების დაწყების წინ ან მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად იკრიბებოდნენ ფშავის ყველა თემის წარმომადგენლები და მათი ხევისბრები თავიანთი დროშებით. ლაშარის ხატის კარს ამშვენებს იფნისა და ქორაფის ხეები(ხე მხვივანნი)… იფნის ხის ტოტებზე ჩამოკიდებულია “საკადრისები”- ჩვეულებრივი, ქალის […]

ნოე 24
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კერძოდ ხომში 17-18 ნოემბერს 5 ჰექტარზე დაფიქსირდა ხანძარი.

არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისკენ და გთხოვთ რომ გავუფრთხილდეთ გარემოს!

ნოე 20
დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში. სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა სამი დღე, რაც მოიცავდა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყეების სპეციალური გამოკვლევის მასალების პრაქტიკული გამოყენება. შეხვედრის პირველ დღეს განხილული იყო შემდეგი საკითხები: ტყის სპეციალური გამოკვლევის მასალების შექმნის კონტექსტი – კავშირი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტთან, მნიშვნელობა არაგვის […]

ნოე 06
დასუფთავების აქცია

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა მირიან ოდიშელიძემ რეინჯერებთან ერთად მოაწყო დასუფთავების აქცია. მათ დაასუფთავეს არაგვის დაცული ლანდშაფტის საქმიანი ეზო და მის მიმდებარე ტერიტორია. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს გარემოსდაცვით კულტურის გაძლიერებას და ჩვენ ყველას გვახსენებს, რომ ბუნება ჩვენი საერთო სახლი და პასუხისმგებლობაა. გავუფრთხილდეთ გარემოს – პატარა ნაბიჯიც კი დიდ ცვლილებას […]

ნოე 05
ბუდე, ფშავი

ციხეგორა- ციხე, რომელიც მიუვალ და მაღალ კლდეზეა აშენებული. მე-17, მე-18 საუკუნეებში ეს ციხე წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას და შესაძლოა ყოფილიყო აქვე საყარაულო კოშკიც… ეს თავდაცვითი ნაგებობა მდებარეობს სოფელ შუაფხოში მდინარე ნაროულას ხევის მაღლა, სოფელ გოგოლაურთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ციხე არის მაღალ კლდიან გორზე აშენებული ამიტომაც უწოდეს მას “ციხეგორა”(გორზე აშენებული ციხე) ლეკიანობის დროს მე -17, მე-18 სკ-ში ამ […]