3 ივლიის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა. მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ლანდშაფტისთვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები, რაც მიიღწევა პასუხისმგებელი ორგანოების მიერ დაგეგმვის და კონკრეტული აქტივობების განხორციელების შედეგად განსაზღვრული დროის განმავლობაში. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში მისი შედეგების მიღწევა მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ – დუშეთის […]
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ გაასუფთავა შემეცნებითი ბილიკი! ჩვენმა გუნდმა გაწმინდა და მოაწესრიგა შემეცნებითი ბილიკი, რათა ვიზიტორებს ჰქონდეთ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება ბუნებაში. ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს გარემოს დაცვას და ზრდის ცნობიერებას ეკოტურიზმის მნიშვნელობაზე. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაზე!
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია აგრძელებს ბიომრავალფეროვნების აქტიურ მონიტორინგს.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური ეწვია გუდამაყრის საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო პრეზენტაცია ტყის და მისი მნიშვნელობის შესახებ. ვისაუბრეთ: • ტყის ეკოსისტემურ როლზე • ბიომრავალფეროვნების დაცვაზე • ტყის სარგებელზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში • და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ტყის დაცვასა და შენარჩუნებას. მადლობა სკოლის დირექციას […]
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მიერ ფშავში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში თანამშრომლებმა შეაგროვეს ნარჩენები, გაწმინდეს მიმდებარე ტერიტორია და ხელი შეუწყვეს ბუნების სისუფთავის შენარჩუნებას. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაში საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და მომავალი თაობებისთვის სუფთა ბუნების შესანარჩუნებლად.