საიტის ლოგო

სიახლეები

მარ 25
სამუშაო დღე არაგვის დაცულ ლანდშაფტში – თათბირი და მომავალი გეგმები

არაგვის დაცულ ლანდშაფტში სამუშაო თათბირი ჩავატარეთ. განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გუნდის თითოეული წევრის ჩართულობამ და კონსტრუქციულმა დისკუსიამ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დასაცავად. წინ ბევრი საინტერესო სამუშაო გველოდება!

მარ 18
ხანძარი არბაჩხანის ტყეში

არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერები ხანძრის წინააღმდეგ. დაცული ლანდშაფტების რეინჯერები ბუნების უსაზღვრო მფარველები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის დაცვაზე ზრუნავენ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევას—ხანძარსაც უმკლავდებიან.

მარ 04
საბაზისო იქთიოლოგიური კვლევა არაგვის დაცულ ლანდშაფზე

მომზადებულია პროექტის - „არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა - ჩეხეთის განვითარების სააგენტო (www.czechaid.cz) შესრულებულია კრკონოსეს ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა (www.krnap.cz) და ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს (www.nature.cz), მიერ ავტორები: ლევან ნინუა (ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი) ივანე დარასელია (ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი) ივლისი, 2023 იგივე კვლევა ჩატარდა 2024 წელს და რაც ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან გამკაცრებულია ბრაკონიერებზე დევნა ერთ წელში 15% -ით გაიზარდა თევზის რაოდენობა.

თებ 27
2024 წლის ანგარიში

2024 წლის ანგარიში

თებ 19
არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებასთან დაკავშირებით, სოფელ ვაშლობში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2021 წელს, რომელიც მოიცავს 99 802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას. არაგვის დაცული ლანდშაფტი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და მიეკუთვნება ფშავის, გუდამაყრის და პირაქეთა ხევსურეთისა ხეობები. არაგვის დაცული ლანდშაფტის აღნიშნული ხეობის გაფართოების შემთხვევაში, არაგვის დაცულ ლანდშაფტს დაემატება გარკვეული ტერიტორია. ხოლო ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება. შეხვედრას ესწრებოდნენ […]

თებ 03
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 30 000 ქვირითით გათევზიანდა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიწზე დათევზიანების პროგრამა მომდევნო […]

დეკ 30
ფშავში, სოფელ ინოს ძირში, დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია

2025 წლიდან სრულად აღიჭურვება აღნიშნული ცენტრი და მოემსახურება ვიზიტორებს. ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია მოხდა დონორი ორგანიზაციის CNF – Caucasus Nature Fund-ს დაფინანსებით. დიდ მადლობას ვუხდით მათ არაერთი კეთილი საქმისათვის.

დეკ 09
არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლები აღიჭურვნენ უნიფორმით

არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლები აღიჭურვნენ უნიფორმით. მადლობას ვუხდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდს, ფინანსური მხარდაჭერისთვის.

დეკ 09
People in Need: ახალგაზრდული ბანაკი

8-10 სექტემბერს ორგანიზაცია “People in Need”-მა გამართა ახალგაზრდული ბანაკი, სადაც 10 სექტემბერს ბანაკში მიწვეული იყო არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციიდან, დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი – გიგა ბუჩაშვილი. ბანაკში იყვნენ ბავშვები ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან. “არაგვის დაცული ლანდშაფტის” წარმომადგენელმა, გიგა ბუჩაშვილმა, ჩაატარა საინტერესო და შინაარსობრივად მდიდარი ლექცია, რომელშიც ბავშვებს გააცნო არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის იდეა, მიზნები […]