საიტის ლოგო
აღწერა

ციხე მდებარეობს მაღაროსკარის თემში. მიგრიაულთის გადასახვევიდან ზედა ფერდობის აყოლება მაღალ გორზე. ციხე აშენებულია კირქვით. მის ცოტა მოშორებით არის კიდევ პატარა კოშკის ნაშალი. სავარაუდოდ ისიც ამ ციხის კომპლექსს განეკუთვნება. აქვე შეიმჩნევა ჩაღრმავებული და ქვის ზღუდე შემოვლებული პატარა ტაფობები. სავარაუდოა რომ აქ თავშეფარებულ ხალხს ჰქონდა სადგომები და სათავსოები. ციხე ისეთ ადგილასაა აშენებული, საიდანაც მთელი არაგვის ხეობა ხელისგულივით მოსჩანს.
ასევე გარშემო მთათასისტემასაც მოიცავს, სადაც ალბათ თავისი საყარაულო ან სათვალთვალო პატარა ნიში კოშკები იქნებოდა. სავარაუდოდ ხეობა საკმაოდ დაცული და მჭიდროდ შეკრული უნდა ყოფილიყო იმ დროისათვის.

მდებარეობა
  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • შეფასების დამატება