8-10 სექტემბერს ორგანიზაცია “People in Need”-მა გამართა ახალგაზრდული ბანაკი, სადაც 10 სექტემბერს ბანაკში მიწვეული იყო არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციიდან, დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი – გიგა ბუჩაშვილი. ბანაკში იყვნენ ბავშვები ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან.
“არაგვის დაცული ლანდშაფტის” წარმომადგენელმა, გიგა ბუჩაშვილმა, ჩაატარა საინტერესო და შინაარსობრივად მდიდარი ლექცია, რომელშიც ბავშვებს გააცნო არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის იდეა, მიზნები და მუშაობის პრინციპები. აჩვენა ბიომრავალფეროვნების კადრები, ფოტოხაფანგით გადაღებული. ასევე ჩეხების პროქტში გადაღებული ფილმი, სადაც აღწერილია არაგვის დაცული ლანდშაფტში მიმდინარე საქმიანობები.
მადლობას ვუხდით “People in Need”-ს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყველას, ვინც მონაწილეობის მიღებით გაამდიდრა ბანაკის პროგრამა!