საიტის ლოგო

კატეგორია: სიახლეები

თებ 20
SMART მობილურების გამოყენების ტრენინგი

კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის შეძენილ იქნა SMART მობილური მოწყობილობები არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის რეინჯერებს SMART მობილურები ოფიციალურად გადასცა დირექტორმა ნატო წყარუაშვილმა. კავკასიის ბუნების ფონდის კოორდინატორმა ლევან თაბუნიძემ რეინჯერებს ჩაუტარა ტრენინგი SMART მობილური პროგრამის გამოყენების შესახებ SMART (Spatial Monitoring and Reporting Tool) წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ველური ბუნების დაცვის პროცესში […]

თებ 10
ხევსურეთი, ხახმატი, ხამხატის წმინდა გიორგის სალოცავი, ხამხატი ჯვარი

ხევსურეთის საკულტო ძეგლი ხახმატის ჯვარი მდებარეობს სოფელ ხახმატსა და სოფელ ბისოს შორის. ორივე სოფლის სალოცავია მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხახმატს აქვს თავისი სოფლის სალოცავი- აბუღას მაბურთვალი… ტერიტორიულად ჯვარს დიდი ადგილი უკავია, აქვე მრავლადაა ნახევრად დანგრეული სალოცავი და კოშკები. ხატის ჯვარი რჯულიან-ურჯულოთ სალოცავია, რადგან მას ლოცულობენ და შეწევნას სთხოვენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ “ურჯულო” ქისტებიც… …”შენამც […]

იან 30
მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე

25 იანვარს ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნა. აღნიშნულ ღონისძიებას არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მიხა ხელაშვილი და მისი შემოქმედება. ეროვნული გმირის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ახალგაზრდებმა. ანსამბლ “ლაშარელას” მიერ შესრულდა სიმღერები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს […]

იან 29
ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: ეფექტიანი კომუნიკაცია (კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები ), კონფლიქტის მართვა , მედიაცია .

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: ეფექტიანი კომუნიკაცია (კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები ), კონფლიქტის მართვა , მედიაცია ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებმა შეძლონ საქმიანი კომუნიკაციის ეფექტურად მართვა , კონფლიქტური სიტუაციის მართვა , პრობლემურ სიტუაციებში შესაბამისი ქცევის სტრატეგიების , ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპების შერჩევის და გამოყენების გზით . მედიაციის მნიშვნელობის […]

იან 23
სამუშაო შეხვედრა და 2026 წლის საოპერაციო გეგმის წარდგენა თანამშრომლებისთვის

არაგვის დაცულ ლანდშაფტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილული იქნა 2026 წლის სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოტურიზმის განვითარების და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე. მსჯელობის შედეგად განისაზღვრა ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის ეფექტიან მართვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ […]

დეკ 19
ხევსურეთი, სოფელი გუდანი

გადმოცემის მიხედვით გუდანის ჯვარი პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ კი სოფელ გუდანში. ზევსურულ სადიდებელთა ტექსტში მოუხსენიებია საღვთო ბერი ბაადურის სახელით. გუდანის ჯვარი ითვლებოდა ხევსურეთის სამი(3) ძირითადი საგვარეულო სათემოს გაერთიანების: საარაბულოს, საგოგოჭუროს და საჭინჭარაულოს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად…გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა გადაწყვეტა, გარეშე მტრებზე ლაშქრობა, დაზავება მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, […]

დეკ 08
შეხვედრა პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ „ფიფლ ინ ნიდ“- ის მიერ დაორგანიზებულ დასკვნით შეხვედრას პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“-ს. შეხვედრის ფარგლებში არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რაფიელ რუაძემ და შორენა კოჭლიშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები, როგორც ადგილობრივებს რა სარგებელი მოუტანა ამ ბილიკების გაკეთებამ. რაფიელ რუაძე არის უფროსი რეინჯერი და მონაწილეობას იღებდა ბილიკების მარკირების პროცესში, […]

ნოე 25
ბუდე ფშავი, ლაშარი

ლაშარის ჯვარი ფშაველთა მთავარი ხატ-სალოცავია, რომელიც მდებარეობს ბუდე ფშავის შუაგულში, ფშავის არაგვისა და წაწადას შესართავთან.(მთავარი დღესასწაული ათენგენობას ივლისში იმართება) ადრეულ წლებში, საომარი მოქმედების დაწყების წინ ან მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად იკრიბებოდნენ ფშავის ყველა თემის წარმომადგენლები და მათი ხევისბრები თავიანთი დროშებით. ლაშარის ხატის კარს ამშვენებს იფნისა და ქორაფის ხეები(ხე მხვივანნი)… იფნის ხის ტოტებზე ჩამოკიდებულია “საკადრისები”- ჩვეულებრივი, ქალის […]