კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის შეძენილ იქნა SMART მობილური მოწყობილობები
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის რეინჯერებს SMART მობილურები ოფიციალურად გადასცა დირექტორმა ნატო წყარუაშვილმა.
კავკასიის ბუნების ფონდის კოორდინატორმა ლევან თაბუნიძემ რეინჯერებს ჩაუტარა ტრენინგი SMART მობილური პროგრამის გამოყენების შესახებ
SMART (Spatial Monitoring and Reporting Tool) წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ველური ბუნების დაცვის პროცესში მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის. სისტემა დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს ეხმარება რეალურ დროში დააკვირდნენ ბიომრავალფეროვნებას, გამოავლინონ პრობლემები და დაგეგმონ ეფექტური საპასუხო ღონისძიებები
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს SMART-ის გამოყენების ტექნიკური და პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის — საპატრულო მარშრუტების დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება მობილური მოწყობილობების მეშვეობით და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
SMART პროგრამა წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს ადაპტური მენეჯმენტის დანერგვისა და განხორციელებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფაში
ტრენინგს ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი გურამ ჩხიკვიშვილი.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კავკასიის ბუნების ფონდს მუდმივი ფინანსური მხარდაჭერისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

