საიტის ლოგო

SMART ტრენინგი

✅ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც მიეძღვნა SMART სისტემის გამოყენებას. ტრენინგი ჩატარდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით და მას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები.

🔸 ტრენინგში მონაწილეობდნენ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი, ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე და ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური.

🔸 სასწავლო კურსი ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა Julien Godfrey, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დაცული ტერიტორიების მართვისა და მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

🔸 SMART (Spatial Monitoring and Reporting Tool) წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ველური ბუნების დაცვის პროცესში მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის. ის ეხმარება დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს რეალურ დროში თვალყური ადევნონ ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას, გამოავლინონ ხარვეზები და დაგეგმონ ეფექტური საპასუხო ღონისძიებები.

🔸 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს SMART-ის გამოყენების ტექნიკური და პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის — საპატრულო მარშრუტების დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება მობილური მოწყობილობების მეშვეობით და ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება. SMART პროგრამა არის კარგი საშუალება ადაპტური მენეჯმენტის დანერგვისა და განხორციელებისათვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვაში და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფაში.