საიტის ლოგო
აღწერა

მოცემული მარშრუტი აკავშირებს ფშავს გუდამაყარის ხეობასთან. მარშრუტი სოფელ მიგრიაულთაში იწყება სამანქანე გზასთან და ადის სოფლის მიმართულებით, გაივლის სოფლის ქუჩებს და დაადგება სერპანტიანიან სატყეო გრუნტის გზას ქოხებისკენ და უკანტბის უღელტეხილის მიმართულებით. ქოხებთან მოხვედრის შემდეგ გზას კვლავ ზემოთ სამანქანე გრუნტის გზით ვაგრძელებთ და ერთ-ერთ მოსახვევში არ მისული უკანტბის უღელტეხილისკენ, ვუხვევთ მარჯვნივ, გადავალთ საცალფეხო ბილიკზე და მივუყვებით ამ ბილიკს. მცირე უღელტეხილს გადავივლით და მალევე დავინახავთ სოფელ ლუთხუბს საითკენაც გავაგრძელებს მოძროაბას უკვე დაღმართში. სოფელ ლუთხუბამდე ჩავდივართ ალპური ფერდით და მთელი გზის განმავლობაში ვუყურებთ სოფელს. დავეშვებით ლუთხუბში და სამანქანე გზით გავარძელებთ მოძრაობას სოფელ წინამხარისკენ რომელიც გუდამაყარის ხეობის მთავარ სამანქანე გზაზე მდებარეობს, აქ დასრულდება მოცემული მარშრუტი. გასათვალისწინებელია რომ მარშრუტზე სასმელი წყალი მხოლოდ სოფლებში გვხდება. გასათვალისწინებელია რომ მარშრუტის მიდამოებში შესაძლებელია გადავეყაროთ გარკვეულ ცხოველებს როგორიცაა დათვი, მგელი. საქართველოში გავრცელებული მურა დათვი არ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით თუ არ გძნობს საფრთხეს ან თუ არ ჰყავს თან ბელები. წყალი, რომელიც გვხვდება ბილიკებზე ადგილობრივების ინფორმაციით მიჩნეულია სასმელად.

საწყისი წერტილი
ბილიკის სირთულე

საშუალო

ბილიკის სიგრძე

26.08 კმ

  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • შეფასების დამატება