სტატუსი
მარკირებული
ბილიკი იწყება არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ხიდთან, სადაცყველა ფშაველი თაყვანს სცემს დამასტურ წმინდა გიორგის, საფეხმავლო ხიდის გავლის შემდეგ ვუხვევთ მარჯვნივ, შევდივართ ჭიჩოს ჭალაში.ცოტახანს მივყვებით მდინარეს, შემდეგ ვუხვევთ მარცხნივ დავიწყებთ ციცაბო აღმართს ტყის გავლით სოფელ ჭიჩოსკენ, სოფლის ზემოთ, ტყის გავლით, გორაკზე ავდივართ. მალე მივაღწევთ მდინარე ჭიჩოსწყლის ორისათავემდინარისშესართავთან და გზას ზევით, მარჯვნა მხარეს გავაგრძელებთ გორაკის მიმართულებით.ამის შემდეგ ბილიკი ზიგზაგს მიუყვება და ჭიჩოსწყლის მეორე სათავე მდინარემდე აღწევს. აღმართი ხევის ასწვრივ გრძელდება და მალე ტყის ზედა ზოლს მივაღწევთ. საბოლოოდ გადავკვეთთ ნაკადულს, ვუხვევთ მარჯვნივ და მივდივართ მწყემსების ქოხისკენ, ადგილზე ცხვრის ფარის ყოფნის შემთხვევაში უფრთხილდით ძაღლებს. ციცაბო ბილიკი ჯერ მაღლა ადის კიდევ ერთ ქედზე და შემდეგ ქვევით ეშვება ხევისკენ ,აქედან იწყება აღმართი ფშავის მთავარი ქედისკენ. ბოლოს ფშავის ქედზე ჭიჩოს უღელტეხილამდე აღწევს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და მოჩანს არაგვის და ივრის ხეობები. ქედს ორივე მიმართულებით მიუყვება მონიშნული სხვა ბილიკი.ჭიჩოს უღელტეხილიდან ვიწყებთ დაღმართს იმავე ბილიკით უკან. ჩვენ კვალდაკვალ ვბრუნდებით, მივუყვებით ჩვენ მიერ გამოვლილ გზას იმ ქედამდე, რომელიც მდებარეობს მეორე ხევის ზევით. ქედზე პირდაპირ უნდა გავაგრძელოთ გზა და გადავკვეთოთ ნაკადული აღმართისკენ. საბოლოოდ კი გამორჩეული ფორმის პატარა ასტაჯურის ტბის მარჯვენა ნაპირზე მივაღწევთ. ტბის მარცხენა მხარეს არის შესანიშნავი ადგილი საბანაკედ. გზა ციცაბო ფერდობს მიუყვება და მოულოდნელად ძნელად შესამჩნევი ხდება ბალახში საბოლოოდ, ალპურ მდელოს ტყე ცვლის. ისევ ციცაბო დაღმართს ვაგრძელებთ და მალევე თამარ ღელეს სალოცავი ჩნდება ჩვენს თვალწინ, თამარ ღელედან ტყის გავლით ციცაბოდ ეშვება,ბოლოს კი მდინარისპირა ტყით დაფარულ ბორცვზე საკვირაოს სალოცავამდე მივყავართ,შემდეგ ჩავდივართ მდინარე წაწადის კალაპოტში.მისი ფონით გადაკვეთის შემდეგ ბილიკი მდინარე არაგვის ასწვრივ გრძელდება მალე ხის საფეხმავლო ბოგირს მივაღწევთ. გაღმა კისამანქანო გზა ჩნდება. ჩვენი მარშრუტის ბოლო წერტილია.
The trail starts at the bridge located on the right side of the Aragvi River, where all the Pshavs pay homage to the great Saint George. After crossing the pedestrian bridge, we turn right and enter the Chichos swamp. We follow the river for a while, then turn left and begin a steep climb through the forest towards the village of Chicho. Above the village, we ascend the hill through the forest. Soon, we reach the confluence of the two headwaters of the Chichos River, and continue the path upwards, to the right, towards the hill. After this, the trail zigzags and reaches the second headwater of the Chichos River. The ascent continues along the gorge, and soon we reach the upper belt of the forest. Finally, we cross a stream, turn right, and head towards the shepherd's hut. Be cautious of dogs, if there is a flock of sheep in the area. The steep path rises further to another ridge and then descends towards the gorge. From here, the climb towards the main ridge of the Pshavs begins. Finally, we reach the Pshavi Ridge and the Chichos Pass, where breathtaking views unfold of Aragvi and Iori valleys. The ridge has another marked path leading in both directions. From the Chichos Pass, we start descending on the same trail back. We retrace our steps, following the path we took to the ridge that lies above the second gorge. On the ridge, we continue straight and cross the stream heading uphill. Ultimately, we reach the right shore of the uniquely shaped small Astajuri Lake. On the left side of the lake, there is a great camping spot. The path runs along steep slopes and suddenly becomes hard to notice in the grass, eventually being replaced by alpine meadows. We continue down the steep path, and soon we come across the Tamar Ghele's chapel. From Tamar Ghele, the path descends steeply through the forest, and eventually, we reach the Sunday Chapel, located on a hill covered by riverside forest. After crossing the river's path, the trail continues along the Aragvi River, and soon we reach a wooden pedestrian bridge. Across, we find a vehicle road. This is the final point of our route.
მარკირებული
Dusheti Municipality, Mtskheta-Mtianeti, Georgia
საშუალო
12,2 კმ
შეფასების დამატება