საიტის ლოგო
აღწერა

ბილიკი იწყება მდინარე არაგვის გადაკვეთის ადგილიდან (ფონთან), რომელიც მდებარეობს ახადის სოფლის ქვემოთ.მდინარის გადაკვეთის შემდეგ, ბილიკი მარცხნივ უხვევს და მაღლა ადის შემდეგ კი ტყეში შედის. ტყის ბოლოს ბილიკი მკვეთრად უხვევს მარცხნივ. ცოტახანში, ბილიკის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება პირქუშის სალოცავი და რიტუალური ლუდსახარში აქედან ნათლად შესამჩნევია, რომ ბილიკი ადის ყველაზე მაღლა მდებარე მწყემსების ქოხამდე. გზის მარჯვენა მხარეს, გორაზე, გვხვდება კიდევ ერთი სალოცავი - ლაგვჩის სალოცავად წოდებული (შესვლა აქაც აკრძალულია, როგორც ყველა სხვა ადგილობრივ ჯვარ-ხატში).ამის შემდეგ გადაადგილება გრძელდება კვლავ მეცხავრეების ბილიკზე და მკვეთრად ჩამოდის მდინარის ნაკადულთან. წყლის გადაკვეთა ხდება ხიდის გარეშე, ბილიკი კი იგრვლივ დაფარულია მაღალი ბალახებით და რამდენიმე პატარა ნაკადულს კვეთს. ბილიკი გრძელდება და ადის ნაშალ ქანებამდე, სადაც ცოდვიანი ტბა მდებარეობას. ტბის სიახლოვეს არის იდეალური ადგილი საბანაკედ.შემდეგ ბილიკი მიუყვება ციცაბო ქედს და ადის პირველ მწვერვალზე - მთაწმინდაზე(3003 მ.). მთის ქედი ქვევით გრძელდება, შემდეგ კი მკვეთრად მაღლდება და აღწევს ჭიჩოს მთამდე (3076 მ.), რომლის წვერზე გვხვდება პატარა ბეტონის და ხის ნაგებობა. აქედან ბილიკი ჭიჩოს უღელტეხილზე ჩადის და ბილიკი გრძელდება დეკის ბუჩქების გავლით და გვერდს უვლის პატარა გორას, საიდანაც ქვევით მოჩანს მწყემსების ქოხი. დაახლოებით ორი კილომეტრის გავლის შემდეგ გზა ადის კიდევ ერთ ქედზე და აღწევს საპარავის ყელს .გზაჯვარედინიდან მარცხნივ არის მდინარე იორის ხეობისკენ მიმავალი გზა. საპარავის ყელიდან ბილიკი იწყებს ზიგზაგებით ჩამოსვლას ხომისკენ. სოფელთან ახლოს თავდაპირველად მარცხნივ გამოჩნდება სალოცავი დედაღვთისმშობელი, შემდეგ კი მარჯვნივ ამაღლების სალოცავი და იქვე მე-19 საუკუნის ეკლესიის ნანგრევები. (ეკლესიასა და სალოცავთან მანძილის დაცვა აუცილებელია, შესვლა აკრძალულია).

The trail starts at the crossing of the Aragvi River, located below the village of Akhadi. After crossing the river, the trail turns left and climbs upwards, then enters the forest. At the end of the forest, the trail sharply turns left. Soon, on the right side of the trail, the P'irkhushi Chapel and ritual brewery will appear. From here, it is clearly visible that the trail leads up to the highest shepherd's hut. On the right side of the path, on the hill, there is another chapel, known as the Lagvchi Chapel (entry is also prohibited here, as with all other local cross-icons).After this, the trial continues along the path of the shepherds and sharply descends towards the stream of the river. The water crossing takes place without a bridge, and the path is overgrown with tall grass, crossing several small streams. The path continues and climbs to the broken rocks, where the Tsodviani Lake is located. Near the lake, there is an ideal spot for camping. Afterwards the trail follows a steep ridge and climbs to the first summit - Mtatsminda (3003 m). The mountain ridge continues downward and then sharply rises to reach Chichos Mountain (3076 m), at the top of which there is a small concrete and wooden structure. From here, the trail descends to the Chichos Pass and continues along the path through the brushwood, bypassing a small hill, where the shepherd's hut can be seen below. After traveling approximately two kilometers, the trail ascends another ridge and reaches the pass called Saparavis Keli. At the crossroads, a path leads to the left towards the gorge of Iori River. From the Sapravi Keli pass, the trail starts zigzagging down towards Khomi. Near the village, initially, on the left, the Mother of God Chapel will appear, then on the right, the Chapel of the The Ascension of Christ and nearby the ruins of a 19th-century church. (It is essential to keep a distance from the church and chapel, and entry is strictly prohibited! )

სტატუსი

მარკირებული

საწყისი წერტილი
ბილიკის სირთულე

რთული

ბილიკის სიგრძე

33.8 კმ

  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • შეფასების დამატება