სტატუსი
მარკირებული
ბაკურხევიდან მარშრუტი სამანქანე გრუნტის გზით სოფელ საკერპოში გადადის და გეზს იღებს ფხიტურის უღელტეხილისკენ (2641 მ). ფხიტურის უღელტეხილი ყოფს ხევსურეთსა და გუდამაყარს. უღელტეხილიდან ვეშვებით უკანახოს ტბის მიმართულებით და მოვინახულებთ ტბას. ტბა საკმაოდ ლამაზი სანახაობაა და მისი მიდამოებიდან იშლება ლამაზი პანორამული ხედები ხევსურეთზე და კავკასიონზე. ტბიდან ვეშვებით დაღმართში და პირველად შევალთ სოფელ უკანახოში, შემდეგ კი სვლას გავაგრძელებთ სამანქანე გრუნტის გზით სოფელ ბუჩუკურთასკენ. შემდეგ მივადგებით სოფელ ჩირდილს, საიდანაც კვლავ სამანქანე გრუნტის გზით მოვხდებით მთავარ საავტომობილო გზაზე სადაც დასრულდება მარშრუტი.
გასათვალისწინებელია რომ მარშრუტის მიდამოებში შესაძლებელია გადავეყაროთ გარკვეულ ცხოველებს როგორიცაა დათვი, მგელი.
საქართველოში გავრცელებული მურა დათვი არ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით თუ არ გძნობს საფრთხეს ან თუ არ ჰყავს თან ბელები.წყალი, რომელიც გვხვდება ბილიკებზე ადგილობრივების ინფორმაციით მიჩნეულია სასმელად.
From Bakurkhevi, the route goes to the Sakerpo village via a dirt car road and makes its way to the Pkhituri pass (2641 m). Pkhituri pass separates Khevsureti and Gudamakari. We will go down from the pass in direction of the Ukanakho lake. The lake is quite a beautiful sight and from its surroundings there are beautiful panoramic views of Khevsureti and the Caucasus mountains. We go downhill from the lake and first enter the village Ukanakho, and then we continue the trail to village Buchukurta. Then we will approach the village Chirdili, from where we will go downlhill by a car dirt road on the main car road where the route will end. It should be noted that in the areas of the route it is possible to meet wild animals such as bear, wolf. The Caucasus brown bear (Mura) common in Georgia is not particularly aggressive if it is not in danger or if it does not have cubs with it.
According to the locals, the water found on the trails is considered useful for drinking.
მარკირებული
https://www.wikiloc.com/hiking-trails/bakurxevi-ugeltexili-pxituri-chirdili-bakurkhevi-pkhituri-pass-chirdili-153040765
საშუალო
17.18
შეფასების დამატება