სტატუსი
მარკირებული
მოცემული მარშრუტი აკავშირებს ფშავს გუდამაყარის ხეობასთან. მარშრუტი სოფელ მიგრიაულთაში იწყება სამანქანე გზასთან და ადის სოფლის მიმართულებით, გაივლის სოფლის ქუჩებს და დაადგება სერპანტიანიან სატყეო გრუნტის გზას ქოხებისკენ და უკანტბის უღელტეხილის მიმართულებით. ქოხებთან მოხვედრის შემდეგ გზას კვლავ ზემოთ სამანქანე გრუნტის გზით ვაგრძელებთ და ერთ-ერთ მოსახვევში არ მისული უკანტბის უღელტეხილისკენ, ვუხვევთ მარჯვნივ, გადავალთ საცალფეხო ბილიკზე და მივუყვებით ამ ბილიკს. მცირე უღელტეხილს გადავივლით და მალევე დავინახავთ სოფელ ლუთხუბს საითკენაც გავაგრძელებს მოძროაბას უკვე დაღმართში. სოფელ ლუთხუბამდე ჩავდივართ ალპური ფერდით და მთელი გზის განმავლობაში ვუყურებთ სოფელს. დავეშვებით ლუთხუბში და სამანქანე გზით გავარძელებთ მოძრაობას სოფელ წინამხარისკენ რომელიც გუდამაყარის ხეობის მთავარ სამანქანე გზაზე მდებარეობს, აქ დასრულდება მოცემული მარშრუტი.
გასათვალისწინებელია რომ მარშრუტზე სასმელი წყალი მხოლოდ სოფლებში გვხდება.
გასათვალისწინებელია რომ მარშრუტის მიდამოებში შესაძლებელია გადავეყაროთ გარკვეულ ცხოველებს როგორიცაა დათვი, მგელი.
საქართველოში გავრცელებული მურა დათვი არ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით თუ არ გძნობს საფრთხეს ან თუ არ ჰყავს თან ბელები.
წყალი, რომელიც გვხვდება ბილიკებზე ადგილობრივების ინფორმაციით მიჩნეულია სასმელად.
This route connects Pshavi with Gudamakari gorge. The route starts in the village Migriaulta by the car dirt road and goes towards the village, passes through the village streets and takes a serpentine forest dirt road towards the huts. After reaching the huts, we continue the trail up the dirt road again towards the Ukantba Pass. On the way to Ukantba Pass, before we reach it, we have to turn right into the pedestrian path and follow this trail. We will cross a small pass and soon we will see the village Lutkhubi, towards which we will continue to move downhill. We go down by the alpine slope to the village Lutkhubi. We see the village whole way. We will reach Lutkhubi and then trail follows the car dirt road towards the village Tsikkhmari, which is located on the main road of the Gudamakari gorge, this route will end here.
It should be noted that drinking water is available only in villages on the route. It should be noted that in the areas of the route it is possible to meet wild animals such as bear, wolf. The Caucasus brown bear (Mura) common in Georgia is not particularly aggressive if it is not in danger or if it does not have cubs with it.
According to the locals, the water found on the trails is considered useful for drinking.
მარკირებული
საშუალო
26 კმ
შეფასების დამატება