სტატუსი
მარკირებული
მარშრუტი სოფელ ჩოხში იწყება და სამანქანე გრუნტის გზით მიემართება ბურსაჭირისკენ. 5 კმ გავლის შემდეგ მივადგებით გზაჯვარედინს საიდანაც შესაძლებელია ორი მიმართულებით მარშრუტის გაგრძლება. ერთი მიდის ჩხატისკარის ჩანჩქერისკენ და ნარიანას ტბისკენ, ხოლო მეორე ადის საქორის უღელტეხილზე საიდანაც თავის მხრივ შესაძლებელია საქორის ტბის მონახულება ან ბაკურხევში დაშვება. ბურსაჭირიდან მარშრუტი გეზს საქორის უღელტეხილისკენ იღებს. უღელტეხილის გადავლა მარტივი არ არის. მისი სიგრძე 3 კმ შეადგენს და თქვენ მოგიწევთ მკვეთრი აღმართების ავლა. გზად გაივლის მწყემსების სადგომს, ავა უღელტეხილზე და გეზს მარცხნივ, საქორის ტბისკენ ავიღებთ. ბილიკი უღელტეხილიდან მთლიანად ქედს მიუყვება, სადაც ხშირად აღმართს ანაცვლებს დაღმართი. ერთ მონაკვეთზე საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა რადგან გრუნტი ნაშალია და ფეხი ცურავს. დაახლოებით 5,7 კმ ქედის გავლის შემდეგ მივადგებით საქორის ტბას. ტბიდან ულამაზესი ხედები იშლება გუდამაყრის ხეობაზე და ჭაუხების მასივზე. ტბასთან შესაძლებელია დაბანაკება.
The route starts in the village Chokhi and by the car dirt road goes to Bursachiri. After 5 km, we will reach the crossroads from where it is possible to continue the route in two directions. One leads to Chkhatiskari waterfall and Nariana Lake, and the other climbs to the Sakori Pass, from where it is possible to visit Sakori Lake or descend to Bakurkhevi. From Bursachiri, the route leads to the Sakori pass. Crossing the pass is not easy. Its length is 3 km and you will have to hike steep hills. On the way, we will pass the shepherds' places, go up to the pass and take the road to the left, towards Lake Sakori. From the pass, the path follows the entire ridge, where the ascent is often replaced by a descent. You need to be careful in one section because the ground is broken and the foot is floating. After passing the ridge for about 5.7 km, we will reach Sakori lake. From the lake there are beautiful views of the Gudamakari valley and the Chaukhi massif. Camping is possible near the lake.
მარკირებული
https://www.wikiloc.com/hiking-trails/choxi-sakoris-tba-chokhi-sakori-lake-153040087
საშუალო
13.3 კმ
შეფასების დამატება