საიტის ლოგო

დღე: ივნისი 10, 2026

ივნ 10
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნინო ბიჩნიგაურმა, უფროს რეინჯერ რაფიელ რუაძესთან ერთად, შუაფხოს საჯარო სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე — „ნარჩენების მართვა“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობას, გარემოზე ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებასა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოს დასაცავად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების (Reduce, Reuse, Recycle) პრინციპებს. შეხვედრის ფარგლებში უფროსმა რეინჯერმა რაფიელ რუაძემ მოსწავლეებს ასევე გააცნო რეინჯერის პროფესია და მისი მნიშვნელოვანი როლი დაცული ტერიტორიების მართვასა და […]