ტრენინგის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყვნენ კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და OSHE Georgia.
პროგრამის მიზანია რეინჯერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათთვის კომპლექსური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რათა დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა უსაფრთხოდ, პასუხისმგებლიანად და სამართლებრივი ნორმების დაცვით განახორციელონ.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
რეინჯერების უსაფრთხოებას;
უსაფრთხო კომუნიკაციას;
სამართალდამრღვევებთან ქცევის წესებს;
გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას;
ველურ პირობებში გადარჩენის უნარების განვითარებას.
განხილული იყო შემდეგი საკითხები:
დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მართვა და ვიზიტორთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება;
ბუნებრივი და კულტურული რესურსების მართვის პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნები;
ვიზიტორთა მომსახურებისა და საჯარო გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები;
ბრაკონიერობისა და კანონდარღვევების პრევენციის დროს უსაფრთხოების მოთხოვნები;
ოპერატიული საველე მოქმედებების უსაფრთხოება;
საევაკუაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის უსაფრთხო ექსპლუატაცია;
ფორსმაჟორული ინციდენტების უსაფრთხო მართვა;
ველურ ბუნებაში გადარჩენის წესები;
ბუნებრივი რესურსების სამართლებრივი რეგულაციები და ტექნიკური უსაფრთხოება;
ბილიკების მართვა და ეკოლოგიური პრინციპების დაცვა;
სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების წესები.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა:
ველურ ბუნებაში გადარჩენის უნარების პრაქტიკულ დემონსტრირებას;
ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის პრაქტიკულ სწავლებას;
სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობის საბაზისო წესების დემონსტრირებას.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტრენინგის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს აღნიშნული მნიშვნელოვანი და სასარგებლო ტრენინგისთვის.