საიტის ლოგო
ნოე 06
დასუფთავების აქცია

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა მირიან ოდიშელიძემ რეინჯერებთან ერთად მოაწყო დასუფთავების აქცია. მათ დაასუფთავეს არაგვის დაცული ლანდშაფტის საქმიანი ეზო და მის მიმდებარე ტერიტორია. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს გარემოსდაცვით კულტურის გაძლიერებას და ჩვენ ყველას გვახსენებს, რომ ბუნება ჩვენი საერთო სახლი და პასუხისმგებლობაა. გავუფრთხილდეთ გარემოს – პატარა ნაბიჯიც კი დიდ ცვლილებას […]

ნოე 05
ბუდე, ფშავი

ციხეგორა- ციხე, რომელიც მიუვალ და მაღალ კლდეზეა აშენებული. მე-17, მე-18 საუკუნეებში ეს ციხე წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას და შესაძლოა ყოფილიყო აქვე საყარაულო კოშკიც… ეს თავდაცვითი ნაგებობა მდებარეობს სოფელ შუაფხოში მდინარე ნაროულას ხევის მაღლა, სოფელ გოგოლაურთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ციხე არის მაღალ კლდიან გორზე აშენებული ამიტომაც უწოდეს მას “ციხეგორა”(გორზე აშენებული ციხე) ლეკიანობის დროს მე -17, მე-18 სკ-ში ამ […]

ნოე 03
ფშავი.

უკანაფშავის თემი. სოფელი მათურა. ცენტრალური გზიდან ღრმა, შევარდნილი ხეობა მიუყვება მდინარე მათურხევს. ბილიკი მდინარის გაღმა და გამოღმა მიიკლაკნება თავისი საცალფეხო ხიდებით… აქაურობა ისეთია ასე გგონია ამოსუნთვა გაგიჭირდება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებული და მისტიური. დამერწმუნეთ ფშავში მსგავს ადგილს ვერსად იპოვით… რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ტყიანი ბილიკიდან თავს გაჰყოფ თუ არა, პატარა აღმართს აუყვები აქა-იქა სახლებს და […]

ოქტ 24
ზამთრის შტრიხები

არაგვის დაცულ ლანდშაფტში, ხევსურეთის ტერიტორიაზე, ბუნება უკვე ახალ ფაზაში გადადის — შემოდგომის ფერები ნელ-ნელა თოვლის თეთრ საფარში იძირება. სეზონების მონაცვლეობა აქ ყოველთვის განსაკუთრებულად თვალწარმტაცია

ოქტ 16
ბურსაჭირი – ჩხატისკარის ჩანჩქერი – ნარიანას ტბა ბილიკის დათვარიელება

არაგვის დაცული ლანდშაფტის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი გიგა ბუჩაშვილი, რეინჯერ კობა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდა გუდამაყარში, ბილიკზე: ბურსაჭირი – ჩხატისკარის ჩანჩქერი – ნარიანას ტბა ვიზიტის მიზანი იყო ბილიკის მდგომარეობის შეფასება, არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და ტერიტორიის განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ბურსაჭირიდან ნარიანას ტბამდე გავლილი ბილიკი გამოირჩევა საოცარი პეიზაჟებით, მრავალფეროვანი ბუნებითა და მდიდარი ეკოსისტემებით გუდამაყრის მხარე თავისი სილამაზითა […]

ოქტ 13
ტრენინგი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტისა და GIZ-ის პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციებისთვის. ტრენინგის მთავარი თემა იყო სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება — მიზანი კი, თანამშრომლებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემა მერქნული რესურსის დამზადების შესახებ. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციიდან ტრენინგს ესწრებოდნენ: ნატო […]