საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

ნოე 06
დასუფთავების აქცია

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა მირიან ოდიშელიძემ რეინჯერებთან ერთად მოაწყო დასუფთავების აქცია. მათ დაასუფთავეს არაგვის დაცული ლანდშაფტის საქმიანი ეზო და მის მიმდებარე ტერიტორია. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს გარემოსდაცვით კულტურის გაძლიერებას და ჩვენ ყველას გვახსენებს, რომ ბუნება ჩვენი საერთო სახლი და პასუხისმგებლობაა. გავუფრთხილდეთ გარემოს – პატარა ნაბიჯიც კი დიდ ცვლილებას […]

ნოე 05
ბუდე, ფშავი

ციხეგორა- ციხე, რომელიც მიუვალ და მაღალ კლდეზეა აშენებული. მე-17, მე-18 საუკუნეებში ეს ციხე წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას და შესაძლოა ყოფილიყო აქვე საყარაულო კოშკიც… ეს თავდაცვითი ნაგებობა მდებარეობს სოფელ შუაფხოში მდინარე ნაროულას ხევის მაღლა, სოფელ გოგოლაურთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ციხე არის მაღალ კლდიან გორზე აშენებული ამიტომაც უწოდეს მას “ციხეგორა”(გორზე აშენებული ციხე) ლეკიანობის დროს მე -17, მე-18 სკ-ში ამ […]

ნოე 03
ფშავი.

უკანაფშავის თემი. სოფელი მათურა. ცენტრალური გზიდან ღრმა, შევარდნილი ხეობა მიუყვება მდინარე მათურხევს. ბილიკი მდინარის გაღმა და გამოღმა მიიკლაკნება თავისი საცალფეხო ხიდებით… აქაურობა ისეთია ასე გგონია ამოსუნთვა გაგიჭირდება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებული და მისტიური. დამერწმუნეთ ფშავში მსგავს ადგილს ვერსად იპოვით… რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ტყიანი ბილიკიდან თავს გაჰყოფ თუ არა, პატარა აღმართს აუყვები აქა-იქა სახლებს და […]