საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

აპრ 30
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა მირიან ოდიშელიძემ რეინჯერებთან ერთად ჩაატარეს დასუფთავების აქცია და გაწმინდეს შემეცნებითი ბილიკი ფშავში.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ბუნებრივი გარემოს დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ეკოტურიზმის ხელშეწყობას. ბილიკის გაწმენდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვიზიტორებისთვის გადაადგილების პირობებს და ქმნის უსაფრთხო, სუფთა და სასიამოვნო გარემოს ბუნებაში მოსეირნეებისთვის. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია აქტიურად განაგრძობს გარემოს დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას და […]

აპრ 28
ხევსურეთი. ბარისახო. ხმალას მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

ეკლესია აუგიათ თამარის მეფობის დროს მე-12 საუკუნეში. მისი ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის პერიოდში. ამბობენ,რომ აქ მდგარა მირონის ხე ამ ხიდან გაღმა მოპირდაპირე გორზე, სადაც შურის ციხეებია ალვის ხეზე ყოფილა ოქროს შიბი გაბმული ზედ მგალობლები მსდარან. ზურაბ ერისთავის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას მოუჭრეინებია ეს მირონის ხე ოქროს შიბი გაწყვეტილა და ცაში წასულა, მგალობლებიც თან გაჰყოლიან. “…შიბ გაწყდა ცაში […]

აპრ 24
შველი არაგვის დაცული ლანდშაფტი — ადგილი, სადაც ბუნება თავის ნამდვილ სახეს გიჩვენებს.

შველი არაგვის დაცული ლანდშაფტი გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, დაუვიწყარი ხედებითა და სუფთა გარემოთი. აქ თითოეული ბილიკი ახალი აღმოჩენებისკენ მიგიძღვება — იქნება ეს ულამაზესი ტყეები, მდინარის ხმაური თუ იშვიათი სახეობების ხილვა. ამ სივრცის დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შევინარჩუნოთ ბუნება ისე, რომ მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ მისი შეგრძნების შესაძლებლობა.