კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის შეძენილ იქნა SMART მობილური მოწყობილობები არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის რეინჯერებს SMART მობილურები ოფიციალურად გადასცა დირექტორმა ნატო წყარუაშვილმა. კავკასიის ბუნების ფონდის კოორდინატორმა ლევან თაბუნიძემ რეინჯერებს ჩაუტარა ტრენინგი SMART მობილური პროგრამის გამოყენების შესახებ SMART (Spatial Monitoring and Reporting Tool) წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ველური ბუნების დაცვის პროცესში […]
ხევსურეთის საკულტო ძეგლი ხახმატის ჯვარი მდებარეობს სოფელ ხახმატსა და სოფელ ბისოს შორის. ორივე სოფლის სალოცავია მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხახმატს აქვს თავისი სოფლის სალოცავი- აბუღას მაბურთვალი… ტერიტორიულად ჯვარს დიდი ადგილი უკავია, აქვე მრავლადაა ნახევრად დანგრეული სალოცავი და კოშკები. ხატის ჯვარი რჯულიან-ურჯულოთ სალოცავია, რადგან მას ლოცულობენ და შეწევნას სთხოვენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ “ურჯულო” ქისტებიც… …”შენამც […]
25 იანვარს ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნა. აღნიშნულ ღონისძიებას არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მიხა ხელაშვილი და მისი შემოქმედება. ეროვნული გმირის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ახალგაზრდებმა. ანსამბლ “ლაშარელას” მიერ შესრულდა სიმღერები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს […]
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: ეფექტიანი კომუნიკაცია (კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები ), კონფლიქტის მართვა , მედიაცია ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებმა შეძლონ საქმიანი კომუნიკაციის ეფექტურად მართვა , კონფლიქტური სიტუაციის მართვა , პრობლემურ სიტუაციებში შესაბამისი ქცევის სტრატეგიების , ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპების შერჩევის და გამოყენების გზით . მედიაციის მნიშვნელობის […]