საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

ივნ 04
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ვაშლობის ტერიტორიაზე განთავსდა ახალი საინფორმაციო ბანერი, რომლის მიზანია ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება დაცული ტერიტორიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის, მისი დაცვის მნიშვნელობისა და ტერიტორიაზე ქცევის წესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან არაგვის დაცულ ლანდშაფტს ვაშლობის ხეობაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ზრდის დაცული ტერიტორიის ეკოლოგიურ და ტურისტულ მნიშვნელობას. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებას, რათა უნიკალური ბუნებრივი გარემო მომავალი თაობებისთვისაც შენარჩუნდეს.

მაი 28
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) მუდმივი მხარდაჭერისთვის. მათი თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადმინისტრაციის ინსტიტუციური და დარგობრივი განვითარების, ისე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერასა და მდგრადი განვითარების […]

მაი 14
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე დაესწრნენ დასკვნით შეხვედრას — „კონფლიქტების მართვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიერ“.

შეხვედრა განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდი-ის მხარდაჭერით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კონფლიქტების მართვის სახელმძღვანელო, მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება და რეკომენდაციები სახელმძღვანელოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.