საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

მარ 19
ფშავი. უკანაფშავის თემი. სოფელი ახადი. ცოდვიანი ტბა.

[მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ახადი და მისი ტერიტორია შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში] სოფელი ახადი გამოირჩევა განსხვავებული და განსაკუთრებული მდებარეობით. სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მოქცეულია მდინარე არაგვისა და მდინარე წაწადას ხეობებს შორის, ხოლო ეს ორი მდინარე ერთმანეთს ლაშარის ძირს ჭალაზე უერთდება… არაგვზე გადასვლის შემდეგ ბილიკი ტყიან აღმართს მიუყვება ხვეულებით ისეთი შეგრძნებაა თითქოს ცაში ხარ უხილავი […]

მარ 16
ფშავი. უკანაფშავის თემი. სოფელი მათურა.

ცენტრალური გზიდან ღრმა, შევარდნილი ხეობა მიუყვება მდინარე მათურხევს. ბილიკი მდინარის გაღმა და გამოღმა მიიკლაკნება თავისი საცალფეხო ხიდებით… აქაურობა ისეთია ასე გგონია ამოსუნთვა გაგიჭირდება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებული და მისტიური. დამერწმუნეთ ფშავში მსგავს ადგილს ვერსად იპოვით…რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ტყიანი ბილიკიდან თავს გაჰყოფ თუ არა, პატარა აღმართს აუყვები აქაიქა სახლებს და ნასახლარებს შეამჩნევ. ეს სოფელი მათურაა, […]

მარ 13
სამუშაო შეხვედრა არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებთან

არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა SMART მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში რეინჯერებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აპლიკაციის ფუნქციები, მონაცემების სწორად დაფიქსირება და მისი გამოყენება პატრულირებისა და მონიტორინგის პროცესში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რეინჯერების პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებას და დაცული ტერიტორიის ეფექტურ მართვას.