საიტის ლოგო
აგვ 15
არაგვის დაცულ ლანდშაფტში ახალი ბილიკი!

ირემთკალო–ცაბაურთას მიმართულებით ახალი ტურისტული ბილიკი კეთდება . ამ ეტაპზე მიმდინარეობს მანიშნებლების მონტაჟი , რაც სტუმრებისთვის ბილიკზე გადაადგილებას კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს. ახალი მარშრუტი მოგცემთ შესაძლებლობას, ბუნების სილამაზე ახლოდან შეიგრძნოთ, ნახოთ საოცარი ხედები და უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენს უნიკალურ ეკოსისტემას .

აგვ 08
არაგვის დაცული ლანდშაფტის სასიამოვნო დღე ბავშვებთან ერთად

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსმა, გიგა ბუჩაშვილმა , საინტერესო და შემეცნებითი დღე მოუწყო ორგანიზაცია People in Need-ის ბანაკის ბავშვებს . დღის პირველი ნაწილი დაუვიწყარი მოგზაურობა იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში , სადაც ბავშვებმა შეძლეს უფრო ახლოს გაცნობოდნენ დიდ ქართველ მწერალს , მისი ცხოვრებისეულ ისტორიებსა და იმ გარემოს, სადაც იქმნებოდა მისი უკვდავი ლექსები და […]

აგვ 04
სტუდენტები არაგვის დაცულ ლანდშაფტში!

არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სტუდენტები საველე პრაქტიკებს გადიან და აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხში. მათთან ერთად არიან სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყობენ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნის გადაცემას. სტუდენტებს მასპინძლობდა არაგვის დაცული ლანდშაფტის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი, ბატონი გიგა ბუჩაშვილი. მან წაიყვანა ისინი შემეცნებით ბილიკზე, დაათვალიერებინა მნიშვნელოვანი ლანდშაფტური ობიექტები და მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია არაგვის უნიკალურ […]

ივლ 29
ფინანსური წიგნიერების 3 დღიანი ტრენინგი

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი, ბუღალტერი შორენა ნაცვლიშვილი და შესყიდვების სპეციალისტი ლია ჩერქეზიშვილი იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში ფინანსური წიგნიერების 3 დღიან ტრენინგზე. ტრენინგის თემები იყო: საბიუჯეტო სისტემის და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გაცნობა, საბიუჯეტო პროცესი; პროგრამული ბიუჯეტი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები; პროგრამული ბიუჯეტის ღონისძიების შემუშავება დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსური დაგეგმვის […]