საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

ივნ 13
პრეზენტაცია გუდამაყრის საჯარო სკოლაში

არაგვის დაცული ლანდშაფტის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური ეწვია გუდამაყრის საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო პრეზენტაცია ტყის და მისი მნიშვნელობის შესახებ. ვისაუბრეთ: • ტყის ეკოსისტემურ როლზე • ბიომრავალფეროვნების დაცვაზე • ტყის სარგებელზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში • და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ტყის დაცვასა და შენარჩუნებას. მადლობა სკოლის დირექციას […]

ივნ 12
დასუფთავების აქცია

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მიერ ფშავში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში თანამშრომლებმა შეაგროვეს ნარჩენები, გაწმინდეს მიმდებარე ტერიტორია და ხელი შეუწყვეს ბუნების სისუფთავის შენარჩუნებას. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაში საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და მომავალი თაობებისთვის სუფთა ბუნების შესანარჩუნებლად.