საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

ნოე 25
ბუდე ფშავი, ლაშარი

ლაშარის ჯვარი ფშაველთა მთავარი ხატ-სალოცავია, რომელიც მდებარეობს ბუდე ფშავის შუაგულში, ფშავის არაგვისა და წაწადას შესართავთან.(მთავარი დღესასწაული ათენგენობას ივლისში იმართება) ადრეულ წლებში, საომარი მოქმედების დაწყების წინ ან მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად იკრიბებოდნენ ფშავის ყველა თემის წარმომადგენლები და მათი ხევისბრები თავიანთი დროშებით. ლაშარის ხატის კარს ამშვენებს იფნისა და ქორაფის ხეები(ხე მხვივანნი)… იფნის ხის ტოტებზე ჩამოკიდებულია “საკადრისები”- ჩვეულებრივი, ქალის […]

ნოე 24
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კერძოდ ხომში 17-18 ნოემბერს 5 ჰექტარზე დაფიქსირდა ხანძარი.

არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისკენ და გთხოვთ რომ გავუფრთხილდეთ გარემოს!

ნოე 20
დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში. სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა სამი დღე, რაც მოიცავდა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყეების სპეციალური გამოკვლევის მასალების პრაქტიკული გამოყენება. შეხვედრის პირველ დღეს განხილული იყო შემდეგი საკითხები: ტყის სპეციალური გამოკვლევის მასალების შექმნის კონტექსტი – კავშირი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტთან, მნიშვნელობა არაგვის […]