არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია დაესწრო 3 დღიან ტრენინგს „ფოტოხაფანგების დამონტაჟებასა და გამოყენებაზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და პატრულირებისთვის“ კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით, რომელიც ჩაატარა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრმა – ნაკრესმა. ტრენინგის თემები იყო: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი – მიზანი, მეთოდები, უახლესი მაგალითების განხილვა; ფოტოხაფანგები (სხვადასხვა მოდელები; მუშაობის პრიციპი; ძირითადი მახასიათებლები, დაყენების ზოგადი პრინციპი; კვალის იდენტიფიცირება/აღრიცხვა: კლვაზე მუშაობის უპირატესობები და […]
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და შესყიდვების სპეციალისტი ლია ჩერქეზიშვილი მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში იმყოფებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სადაც 10-დღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო შესყიდვების სისტემის უკეთ გააზრებას, პრაქტიკული უნარების გაღრმავებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სტანდარტებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტიანობას და […]
29-30 აპრილს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრით ჩატარდა ტრენინგი „პირველი სამედიცინო დახმარება და საგანგებო სიტუაციების მართვა.“ ტრენინგის ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: სასუნთქი და გულ-სისლძარღვთა სისტემები; DRCAB ალგორითმები და სასიცოცხლო მანევრები; ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი; კიდურების დაზიანება, მოტეხილობა, […]
დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ნინო ბიჩნიგაურმა და გიგა ბუჩაშვილმა დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით საინტერესო და ინტერაქტიული ტრენინგი ჩაუტარა დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდებს, რომელთა ხელმძღვანელია მარინა კახიშვილი. ბავშვებმა გაიგეს მეტი ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, არაგვის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და ასევე თავადაც ჩაერთვნენ საგანმანათლებლო აქტივობებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კარგად იცნობდეს და აფასებდეს […]
დღეს მსოფლიო ერთიანდება დედამიწისადმი სიყვარულისა და მზურნველობის გამოსახატავად. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა – ჩვენი სახლია და მას სჭირდება დაცვა, პატივისცემა და ზრუნვა. ამ დღესთან დაკავშირებით არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის და დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლიობით დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდები მათ ხელმძღვანელ ქალბატონ მარინა კახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გუდამაყარში და ჩაატარეს გამწვანების აქცია! აქციის […]
ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ბუნებაა, ვიღაცისთვის — სილამაზე, მაგრამ რეინჯერის გადაღებულ ამ ფოტოზე სხვა რამეც იკითხება — ზრუნვა, თავდადება და ის გულწრფელი კავშირი, რაც ადამიანს ბუნებასთან უნდა ჰქონდეს. ყოველდღიურად შრომობენ, რომ ის, რაც ჩვენთვის სუნთქვაა, დარჩეს უვნებელი. მადლობა თითოეულ რეინჯერს იმ თვალისთვის, რაც ამ კადრს გარეთაა. რეინჯერი: ჯარჯი ცოკილაური
არაგვის დაცულ ლანდშაფტში სამუშაო თათბირი ჩავატარეთ. განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გუნდის თითოეული წევრის ჩართულობამ და კონსტრუქციულმა დისკუსიამ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დასაცავად. წინ ბევრი საინტერესო სამუშაო გველოდება!
არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერები ხანძრის წინააღმდეგ. დაცული ლანდშაფტების რეინჯერები ბუნების უსაზღვრო მფარველები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის დაცვაზე ზრუნავენ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევას—ხანძარსაც უმკლავდებიან.
არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2021 წელს, რომელიც მოიცავს 99 802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას. არაგვის დაცული ლანდშაფტი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და მიეკუთვნება ფშავის, გუდამაყრის და პირაქეთა ხევსურეთისა ხეობები. არაგვის დაცული ლანდშაფტის აღნიშნული ხეობის გაფართოების შემთხვევაში, არაგვის დაცულ ლანდშაფტს დაემატება გარკვეული ტერიტორია. ხოლო ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება. შეხვედრას ესწრებოდნენ […]