საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

აპრ 09
შეხვედრა “რეინჯერთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში.”

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე დაესწრო შეხვედრას “რეინჯერთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში.” კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერთა პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამის შემუშავება. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა რეინჯერთა ძირითადი კომპეტენციები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება შესაბამისი სასწავლო მოდულები. პროგრამა ხელს შეუწყობს რეინჯერთა ცოდნისა და უნარების […]

აპრ 03
გუდამაყარი. ლუთხუბი. ლუთხუბის ღვთისმშობლის ტაძარი.

ტაძარი აგებულია გვიანი შუასაუკუნეების მცირე ტაძრის ადგილას მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში.როგორც ირკვევა აქ შესასვლელი არის გაუქმებული, რადგან თავისი აქტუალობა დაკარგა იმის გამო, რომ აქ უნდა აშენებულიყო საკურთხეველი.(ანუ უნდა დაცულიყო კანონიკე.)იქვე ყოფილა კოშკი, სადაც მართლმადიდებლური მსახურება აღევლინებოდა. ეს მსახურება მე-19 სკ.დან წყდება… დღეს ამ ტაძარში წინამძღვარი არის მამა სერაფანე წიკლაური. არსებობს ასეთი ამბავიც ამ ტაძართან მიმართებაში: […]

მარ 25
შეხვედრა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის მომზადების საკითხები, ინფრასტრუქტურისა და გზების დაგეგმარება.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი გიგა ბუჩაშვილი დაესწრნენ შეხვედრას ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის კონცეფციისა და პრიორიტეტული საინვესტიციო გეგმების წინასწარი ანგარიშის სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იყო ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმის მომზადების საკითხები, ინფრასტრუქტურისა და გზების დაგეგმარება. შეხვედრის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული გეგმები […]